пятница, 18 октября 2013 г.




პლეამბულა
საქართველოს ყოველი კუთხის შეცნობა  და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისათვის  მისი   გაცნობა, ქვეყანაში ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარება სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია.  ტურიზმის განვითარება, უცხო ქვეყნებიდან შემოსული ადამიანების შემოდინება   დაკავშირებულია  მოსახლეობის მატერიალური დონის ამაღლებასთან, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან, მოზარდებში ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარებასთან.  ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ხშირად აქვთ კავშირი  უცხოელ ტურისტებთან. პროგრამამ ,,ისწავლე და ასწავლე საქართველოსთვის’’ ხელი შეუწყო მათი უცხო ენაში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ეფექტურად გამოყენებას.

მიზანი
1.      მოსწავლეებმა წინასწარ  შესწავლილი  ლოკალური გარემო (ამ შემთხვევაში გელათისა და მოწამეთის ბუნებრივი და ისტორიულ-არქიტექტორული ძეგლები)  მათ მიერ ჩამოყალიბებული  ტურისტული ორდღიანი საფეხმავლო  მარშუტით უნდა დაათვალიერებინონ  უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ყველა დაინტერესებულ პირს.
2.      ეს  მარშუტი ხელს შეუწყობს ჩვენს მხარეში  აგრარული და კულტურული ტურიზმის,  ინფრასტრუქტურის  განვითარებას, ამ ლოკალური გარემოს პოპულარიზაციას.
3.      მოსწავლეებს გაუღრმავდებათ პატრიოტული გრძნობა, მოხდება მათი  სოციალური ცნობიერების ამაღლება



კონკურსის ამოცანები:










1.      პროექტში მონაწილე მოსწავლეთა ჯგუფში დავალებების განაწილება
2.      პროექტის განხორციელებისათვის საჭირო რესურსების შეძენა
3.      სკოლაში საინფორმაციო ტურისტული ცენტრის ჩამოყალიბება:
ა) ახალი ვებ-გვერდის შექმნა, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება ინფორმაციის მოძიება აღნიშნული ტურის შესახებ
ბ) ტურისტული მარშუტის პოპულარიზაციის, ტურისტების მოზიდვის  მიზნით აქციის ჩატარება  ისეთ ადგილებში, სადაც ხშირად სტუმრობენ  უცხოელი ტურისტები.
გ) ადგილობრივ ტურ-ოპერატორებთან (აგროტურიზმის განვითარების ცენტრი ,,ქორენა’’, ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი TDDF) დაკავშირება და პროექტის ფარგლებში შექმნილი საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება, ჩვენი მომსახურეობის შეთავაზება.
4.      ტურისტების ჯეროვნად და ხარისხიანად მომსახურება (ორდღიანი საფეხმავლო ტურისტული მარშუტის დროს ჩვენ შევთავაზებთ მარშუტის მონაწილეებს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლებლობას, მათ შეეძლებათ აგრეთვე თავიანთი მოგზაურობა ასახონ ფოტო სურათებზე).
        


პროექტის ხელმძღვანელი:



სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი, ფატი ბიბილეიშვილი, T. +995. 599–20–45–90
 ელ–ფოსტა:  gelatiskola@gmail.com, gelati.1@gmail.com



გუნდის წევრები:









სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები:

1.      ცოტნე ტყაბლაძე,   +995 568-747-413
2.      იდაძე მარინა, +995  551 814-081
3.      მაწკეპლაძე თამარი,   +995 597 749-109
4.       შენგელია ნიკა, +995 599 709-027
       ამავე სკოლის მერვე კლასის მოსწავლეები:
5.      კეზევაძე ილია ,  +995 595 932 327
6.      მაწკეპლაძე ლიკა (შშმ მოსწავლე) +995 599 908-416

მასალების მომზადებასა და შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს:

1.      ელისო მაწკეპლაძე - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, +995 591 643-695
2.      ხათუნა კაპანაძე -  ბიოლოგიის მასწავლებელი, +995 555 215-566
Ø  მოხალისე მოსწავლეები და მასწავლებლები, რომლებიც  დაეხმარებიან ტურისტებს  მარშუტის შესახებ უცხო ენაზე დაწვრილებითი ინფორმაციის მიღებაში:
1.      კეზევაძე თამარი - მეთერთმეტე კლასის მოსწავლე (ინგლისური ენა)
2.      კოხრეიძე სოფიკო - გელათის სკოლის კურსდამთავრებული (ინგლისური ენა)
3.      დათიაშვილი ასმათი - ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (ინგლისური ენა)
4.      გიორგაძე თეონა - ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (ინგლისური ენა)
5.      ჭურაძე იაგო - ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი (ესპანური ენა)



                                                      
ჩატარებული სამუშაოების მოკლე აღწერა:

     მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია    კონკურსის „შეიცანი და გააცანი შენი მხარე ტურიზმის განვითარების მიზნით“ შესახებ.  მათ  გამოთქვეს  პროექტზე მუშაობის სურვილი.  მათ შორის ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში შედიან ცოტნე ტყაბლაძე, თამარ მაწკეპლაძე, მარინა იდაძე, ნიკა შენგელია,  ილია კეზევაძე და ლიკა მაწკეპლაძე,                  პროექტის ხელმძღვანელთან ფატი ბიბილეიშვილთან ერთად დაიწყო  პროექტზე მუშაობა.  მათ გაინაწილეს სამუშაოები.
       მოსწავლეებმა  შეისწავლეს წყალწითელას კანიონი,  დაათვალიერეს და აღწერეს   მისი არქიტექტურული ხიდები და სპელეოლოგიური მღვიმეები.  მოიძიეს ისტორიული მასალები იმ არქიტექტორული ძეგლების შესახებ, რომლებიც მდებარეობს  მათ ლოკალურ გარემოში, შეაგროვეს  ფოტო–მასალები, შექმნეს  ტურისტული ორდღიანი საფეხმავლო მარშრუტის გეგმა, შეადგინეს საჭირო რესურსების ჩამონათვალი და შესაბამისად გათვალეს ბიუჯეტი (იხ.  პროექტზე მუშაობის ამსახველი ფოტო-მასალა).

                                    

საბოლოო პროდუქტი - ტურისტული პაკეტი:
იხილეთ გელათის საჯარო სკოლის ტურისტული პაკეტი










ბიუჯეტი
#
საჭირო რესურსების ჩამონათვალი
ერთეულის ფასი
რაოდენობა
პროექტის ფარგლებში
თანადაფინანსება
სულ ჯამი
1
კარავი (სამკაციანი)
150
5
750
0
750
2
საძილე ტომარა
80
15
1200
0
1200
3
ელ. ჩაიდანი
18
1
0
18
18
4
ბინოკლი
50
1
50
0
50
5
კომპასი
1
5
5
0
5
6
სამედიცინო ჩანთა პირველადი დახმარების წამლებით
22

22
0
22
7
ფანარი
20
5
100
0
100
8
ინტერნეტის მოდემი
165
1
165
0
165
9
ზურგჩანთა
20
5
100
0
100
10
ნეთბუქი
550
2
1100
0
1100
11
ფოტო აპარატი
280
1
280
0
280
12
ტურისტული მარშრუტის ბროშურა
3
75
225
0
225
13



0

0
14



0

0
15



0

0
16



0

0
3997
4015





მარშრუტი: (18 კმ) გელათის საჯარო სკოლა - გოდოგნისა და ქუთაისის დამაკავშირებელი ხიდი - წყალწითელას კანიონი (8 კმ) (იაზონის მღვიმე, დამარხული მღვიმე,  ორი თაღოვანი ხიდი -  საკაჟიის მღვიმე - მოწამეთის სამონასტრო კომპლექსი - ქორენის ხეობა  (თამარის ეპოქის თაღოვანი ხიდი,  ჩანჩქერები) - გელათის სამონასტრო კომპლექსი - სოხასტერი - ბერისციხე - წმინდა ელიას ტაძარი - წმინდა საბას ეკლესია - დავითის კონცხი - გელათის  საჯარო სკოლა




პირველი დღე - 09:00 სთ.
ტურისტების აღჭურვა ლაშქრობისათვის საჭირო ინვენტარით (გელათის საჯარო  სკოლის შენობა)
ტურისტებისათვის დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება მარშუტის შესახებ მოხალისე უცხო ენის მასწავლებლებისა  და გიდების (მოსწავლეების)  დახმარებით.
საუზმე (ჩაი ან ყავა, კროასანი,  ფუნთუშა)
ტურისტული მარშრუტით გათვალისწინებულ საწყის ადგილამდე მისვლა 
ტურისტული მარშრუტი: გოდოგნისა და ქუთაისის დამაკავშირებელი ხიდი - წყალწითელას კანიონი (8 კმ) (იაზონის მღვიმე, დამარხული მღვიმე,  ორი თაღოვანი ხიდი) 
ლანჩი  (ჰოთ-დოგი, ხაჭაპური, ლობიანი, კიტრი, პამიდორი, ყველი, ლავაში, მინერალური წყალი, ხილი ან წვენი)
მარშუტის გაგრძელება:  საკაჟიის მღვიმე - მოწამეთის სამონასტრო კომპლექსი 
მოწამეთის პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის პირას იშლება კარვები
ვახშამი (იოგურტი, მაწონი, ბულკი, ჩისბურგერი, ლავაში, ყველი, ჩაი ან ყავა) – 20:00 სთ
ტურისტებს შეუძლიათ გართობა ამ ტერიტორიაზე არსებული თანამედროვედ მოწყობილ ხელბურთის სტადიონზე. 


           ტურისტული მარშრუტის  მეორე დღე:
საუზმე (ჩაი ან ყავა, კროასანი,  ფუნთუშა) 10:00 სთ
მარშუტის გაგრძელება: ქორენის ხეობა  /თამარის ეპოქის თაღოვანი ხიდი, ჩანჩქერები/ - გელათის სამონასტრო კომპლექსი 
ლანჩი  (ჰოთ-დოგი, ხაჭაპური, ლობიანი, კიტრი, პამიდორი, ყველი, ლავაში, მინერალური წყალი, ხილი ან წვენი)
მარშუტის გაგრძელება: სოხასტერი - ბერისციხე - წმინდა ელიას ტაძარი - საბას ეკლესია - დავითის კონცხი - გელათის  საჯარო სკოლა 
ვახშამი (იოგურტი, მაწონი, ბულკი, ჩისბურგერი, ლავაში, ყველი, ჩაი ან ყავა)
პროექტის ფარგლებში შეძენილი რესურსების ჩამორთმევა და შენახვა (19:00 სთ)


      შენიშვნა: სურვილის შემთხვევაში შეიძლება  ცვლილებების შეტანა მენიუში



მოკლე ინფორმაცია ორდღიანი საფეხმავლო ტურისტული მარშუტის დროს დასათვალიერებელი მღვიმეებისა და არქიტექტურული ძეგლების შესახებ 
  ფოტო-მასალები
  გელათის საჯარო სკოლა 
გოდოგნისა და ქუთაისის დამაკავშირებელი ხიდი
 წყალწითელას კანიონი:  
ა) იაზონის მღვიმე
ბ) დამარხული მღვიმე
 გ) ორი თაღიანი ხიდი 
მდინარე წყალწითელაზე ორი თაღოვანი ხიდის ნაშთებია.  
 საკაჟიის მღვიმე 

მოწამეთის სამონასტრო კომპლექსი
              მოწამეთის მონასტრის ადგილზე მე-8 საუკუნეში   არსებობდა ციხე-ქალაქი წყალწითელა, რომელსაც თავდაცვის ფუნქცია ეკისრებოდა. მე-11 საუკუნეში აგებული იქნა ეკლესია. მისი  აგება უკავშირდება წმინდა მოწამეების, არგვეთის მთავრების,   დავით და კონსტანტინე მხეიძეების სახელს, რომლებიც არაბებმა აწამეს, დახოცეს და მათი გვამები მდინარე რიონში ჩაყარეს.  ქუთათურებმა გმირი ძმები წყლიდან ამოასვენეს და მდინარე წყალწითელას ხეობაში, ხარების დარბეულ ეკლესიასთან არსებულ აკლდამაში დაასვენეს. 
 ქორენის ხეობა  
ა) თამარის ეპოქის თაღოვანი ხიდი
ბ) ჩანჩქერები 
გელათის სამონასტრო კომპლექსი

1. წმინდა გიორგის ეკლესია (მე-13 ს.) 
2. წმინდა ნიკოლოზის ორსართულიანი ეკლესია (მე-14 ს.) მეორე სართულზე მცირე ზომის პატარა სამლოცველოა. პირველი სართული თავის დროზე წარმოადგენდა ქსნის ერისთავთა საგვარეულო სამარხს.
3. აკადემია (მე-12 ს.)
4. სამრეკლო (მე-12 ,მე-13 ს.ს.) იგი სამსართულიანია. პირველი სართული წყაროს აქვს დათმობილი, რომელზეც ბერებს კოდის წისქვილი ჰქონდათ გამართული.
5. მონასტრის უძველესი კარიბჭე, სადაც დიდი დავით აღმაშენებლის საფლავია. 
 გელათის მონასტერი შეტანილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკოს) ძეგლთა დაცვის ფონდში.

სოხასტერი 

ბერის ციხე

წმინდა ელიას ტაძარი 
სოხასტრის  დასავლეთით,  ელიას ქედზე  მე-11 საუკუნის კარგად დაცული წმინდა ელიას ეკლესიაა.  მის  ახლოს მიმობნეულ დიდ ლოდებზე გვხვდება წითელი ლაქები. გადმოცემით ეს იმ წითელი ლაქები სელიმ ფაშას შემოსევის დროს გელათში მოღვაწე იმ 2000 ბერის სისხლის წვეთებია, რომლებიც წინ აღუდგნენ მტერს.






საბას ეკლესია 

ელიას ეკლესიიდან 100 მეტრის დაშორებით,  დასავლეთით, დარბაზული ტიპის მე-10,      მე-11  საუკუნის წმინდა საბას ეკლესიის ნანგრევებია.
90-იან წლებში საყდრის შეკეთებისა და ამოქმედების მიზნით ,,მოხალისე არქეოლოგებმა" თვითნებურად, მეცნიერებთან შეუთანხმებლად, დაიწყეს ნაგებობის ,,გათხრა" და გაწმენდა. მიწის ის ფენები, რომლებიც ძეგლის ისტორიის შესახებ საყურადღებო და საჭირო მასალას შეიცავდა, მთლიანად გაანადგურეს.

დავითის კონცხი 
გელათის მონასტრის სამხრეთ-დასავლეთით,  მდინარე წყალწითელას ხეობას გადაჰყურებს დავითის კონცხი, სადაც შემორჩენილია ციხე-კოშკის ნაშთები. გადმოცემით, დავით აღმაშენებელს აქ უყვარდა დასვენება და განმარტოება. 
  ციხის ანუ "დავითის კონცხის" ქვეშ გადიოდა გელათის მონასტრისკენ მიმავალი გზა. ციხე აკონტროლებდა გელათის ქვეყანაში მოსულ მტერს თუ მოყვარეს, ელჩებს თუ ვაჭრებს. "დავითის კონცხიდან" დასავლეთით იშლება ქუთაისის, ბაგრატის ტაძრისა და კოლხეთის დაბლობის ულამაზესი ხედები;

  გელათის  საჯარო სკოლა









სხვა საორგანიზაციო საკითხები

ტურისტები ღამეს გაათევენ კარვებში, რომლებიც  მოწამეთის პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ტყის პირას გაიშლება:




ტურისტი  გადაიხდის მხოლოდ  საკვებისა  და მისი გელათის საჯარო სკოლამდე  ტრანსპორტირების  ღირებულებას 63,2 (სამოცდასამი ლარი და 20 თეთრი) ლარს.

მენიუ

საუზმე
დასახელება: ჩაი ან ყავა კრუასანი ფუნთუშა ხაჭაპური სულ:
ერთეულის ფასი 0.8 0.5 0.5 2 3.8
ლანჩი
დასახელება: პიცა ხაჭაპური ან ლობიანი კიტრი და პომიდორი ყველი და ლავაში მინერალური წყალი ხილის წვენი სულ:
ერთეულის ფასი 2 2 1.5 1.5 1.2 2.5 10.7
ვახშამი
დასახელება: იოგურტი ან მაწონი ფუნთუშა ყველი და ლავაში ჩისბურგერი ჩაი ან ყავა სულ:
ერთეულის ფასი 2.3 0.5 1.5 1.5 0.8 6.6
0.5
ტურისტის კვება  (ერთ დღე): 21.6 ლარი
ტურისტის კვება  (ორი დღე): 43.2 ლარი
ტრანსპორტირება გელათის სკოლამდე: 20 ლარი

შენიშვნა:  1. სურვილის შემთხვევაში შეიძლება  მენიუში ცვლილებების შეტანა
                 2. საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების სურვილის შემთხვევაში ტურისტი 
                 იხდის დამატებით გადასახადს (1 გიგაბაიტი=15 ლარი)